მძიმე ომის 85-ე დღე. მარიუპოლიდან უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ღონისძიება გრძელდება. ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსეი გრომოვი. კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია „აზოვსტალის“ ქარხნიდან რუსეთის ჯარის კონტროლირებად ტერიტორიაზე რისკს მათი სიცოცხლისთვის, გრომოვმა აღნიშნა, რომ მტერი მზაკვარია, მაგრამ იმედოვნებენ, რომ „მიცემული სიტყვა შესრულდება“. პარალელურად, რუსული მხარე უკრაინელებს რუსული სოფლის დაბომბვაში ადანაშაულებს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჭურვები ალკოჰოლის ქარხანასა და რამდენიმე სხვა შენობას მოხვდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით კი, უკრაინის ავიაცია კვლავ ინტენსიური მოგერიების რეჟიმშია და რუსული თავდამსხმელების შეიარაღება მნიშვნელოვნად გაანადგურეს.