„ვერ ვხედავთ უთანხმოებას ევროკავშირში, როდესაც საუბარია იარაღსა და სანქციებზე, უთანხმოებაა, როდესაც საუბარია უკრაინის კანდიდატის სტატუსზე“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
დიმიტრი კულებას თქმით, ევროკავშირში არიან სკეპტიკურად განწყობილები უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ კისრულობს წამყვან როლს ამ გადაწყვეტილების დაბლოკვაში.