იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მეტეოროლოგიურმა სააგენტომ იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ნაწილებში ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა და განაცხადა, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძლოა ერთ მეტრს მიაღწიოს.
აომორის პრეფექტურის ქალაქ მუცუში 6 000-მდე ადამიანისთვის ევაკუაციის შეტყობინებები გაიცა.
რამდენიმე დღის წინ ამავე რეგიონში 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
