დღეს, უმაღლეს საბჭოში, განათლების მინისტრმა განათლების სამინისტროს საქმიანობის გასული წლის ანგარიში წარადგინა.
მაია ხაჯიშვილმა მოხსენების შემდეგ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის კითხვებს უპასუხა.
მინისტრმა სამომავლოდ დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ მოსწავლეთა სიმრავლიდან გამომდინარე ბათუმში აქცენტი კეთდება ახალი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.