აშშ-ს საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

18 მაისი 2022, 23:13 657 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სამთვიანი პაუზის შემდეგ, კიევში საელჩო დააბრუნა. 

"ოფიციალურად ვანახლებთ მუშაობას კიევში აშშ-ის საელჩოში. უკრაინელმა ხალხმა, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი დახმარებით, დაიცვა თავისი სამშობლო რუსეთის შეჭრის ფონზე და, შედეგად, საელჩოს თავზე აშშ-ის დროშა ფრიალებს. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდაჭერას", - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა

გავრცელებული ინფორმაციით, კიევში, თავდაპირველად, დიპლომატების მცირე რაოდენობა დაბრუნდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი