საქართველოს რკინიგზა 19 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.