ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს.
ნატო-ში შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნოფმა და ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა იენს სტოლტენბერგს მათი ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადები გადასცეს.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.
„ეს არის ძალიან კარგი დღე ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში. მადლობა ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. თქვენ, ორივე ქვეყანამ გააკეთეთ თქვენი არჩევანი, დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულად და მე მივესალმები ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. თქვენ ხართ ჩვენი ახლო პარტნიორები, თქვენი ნატო-ში წევრობა გააძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენი დღევანდელი განაცხადები ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განსაზღვრავენ თქვენი გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს"- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.