საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

15 მაისი 2022, 10:50 606 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. 

უწყებისვე ცნობით, შეხვედრებზე განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებულ, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ვიზიტი სამდღიანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში