რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

14 მაისი 2022, 12:02 980 ნახვა

რუსეთი ფინეთს ნატოში ინტეგრაციის გადაწყვეტილებას არ პატიობს და პირველ საპასუხო ნაბიჯს დგამს - რუსეთმა ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი გადახდასთან დაკავშირებული პრობლემაა.

ფინეთში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყანა მათ ელექტროენერგიის მცირე პროცენტს აწვდიდა და მას ალტერნატიული წყაროებით ჩაანაცვლებენ. 

პარალელურად აშშ-ს პრეზიდენტი ალიანსის ღია კარის პოლიტიკას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ დადებითად არ არის განწყობილი თურქეთი.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციის უკეთ გასაგებად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი