ქობულეთში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ გოგოლაურების მდგომარეობასა და მიყენებულ ზარალს კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც გადაწყდება რა სახის კომპენსაციას მიიღებენ. რუსთაველის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა. დაზარალებული ოჯახის თქმით, შესაძლოა ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გამხდარიყო. ცეცხლის ლიკვიდაციას ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა ცდილობდა.