ხორბლის გლობალური დეფიციტი

13 მაისი 2022, 18:13 895 ნახვა

გერმანიაში ორდღიან შეხვედრაზე დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები  რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის გლობალურ შედეგებზე  მსჯელობენ. უკრაინიდან სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთი ჩარჩენილია რუსული არმიის მიერ დაბლოკილ  პორტებში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს მიაჩნია, რომ კონფლიქტი გლობალურ სასურსათო კრიზისში გადაიზარდა, რადგან შეჩერებულია გადაზიდვები უკრაინიდან,  რომელიც მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა.  გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი   რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწდებს გახსნას უკრაინის შავი ზღვის პორტები, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური გლობალური კატასტროფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში