ტრამპი რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკელ ისტორიის მასწავლებელს შეხვდა

12 თებერვალი 2025, 10:05 172 ნახვა

ამერიკელი მასწავლებელი მარკ ფოგელი, რომელიც რუსეთმა  სამწელიწადნახევარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა, თეთრ სახლში  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო. 

63 წლის ფოგელის გათავისუფლება, რომელიც რუსეთის ციხეში 2021 წლის აგვისტოდან 14-წლიან სასჯელს იხდიდა,  მოხდა მაშინ, როცა უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის ფარგლებში ტრამპი მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს.  

ტრამპმა კიდევ ერთი პატიმრის გათავისუფლება დააანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება ის. ფოგელის გასათავისუფლებლად და სამშობლოში ჩამოსაყვანად მოსკოვში ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ჩავიდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში