ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯების შესამცირებლად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის საკონსულოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების დახურვას განიხილავს მთელ მსოფლიოში. ინფორმაციას ენ-ბი-სი-ნიუსი თეთრი სახლის ადმინისტრაციის სამ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია საკონსულოებზე ევროპაში, კანადაში, მექსიკასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე.
ოფიციალური პირების თქმით, ევროპაში საკონსულოების უმეტესი ნაწილი, რომლებიც შესაძლოა დახურონ, გერმანიასა და საფრანგეთშია.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საკონსულოებისგან მათი საერთო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.