"აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუაციის მოლაპარაკებაში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა - ირინა ვერეშჩუკი

13 მაისი 2022, 09:20 885 ნახვა

"აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუაციის მოლაპარაკებაში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა - ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ავრცელებს. ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარი.

ლეგიონ "აზოვის" მებრძოლები კი აცხადებენ, რომ რუს სამხედროებთან ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა ისინი კვლავ მძიმე ვითარებაში არიან, ლეგიონის ინფორმაციით, არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა და ჰყავთ ბევრი დაჭრილი.

პარალელურად ვრცელდება კადრები "აზოვის" პოლკის მხრიდან სადაც სამხედროები რთული პირობების მიუხედავდ საომარ მოქმედებებში არიან ჩართულები.

პარალელურად ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე. რუსულმა მხარემ ჩერნიგოვის ოლქში იერიში მიიტანა ორ სკოლაზე - დაიღუპა სამი ადამიანი, არიან დაშავებულები. უკრაინული მედია წერს, ხარკოვში, მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი  ტანკებიდან გაუხსნეს. ხერსონში, რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ლტოლვილების კოლონაზეც, დაშავდა ქალი და ბავშვი. დონეცკში თავდასხმებს კი 4 უკრაინელი მოქალაქე ემსხვერპლა. უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ექვსი ტანკი, ექვსი ქვეითი საბრძოლო მანქანა და სხვა ჯავშანტექნიკა გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი