პესკოვი - ხერსონის რუსეთთან შეერთება უნდა მოხდეს ლეგიტიმურად

12 მაისი 2022, 14:07 759 ნახვა

ოკუპირებული ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა მოხდეს „ლეგიტიმურად, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“ და „ეს საკითხი უნდა იყოს იურისტების მიერ შეფასებული, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“ - ამბობს კრემლის პრესმდივანი. პესკოვის ამ განცხადებას Ukrayinska Pravda ავრცელებს.

გუშინ, რუსულმა და უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის, ე.წ. ხელმძღვანელობა აპირებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართოს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის რეგიონის მისაღებად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი