კოვიდ პანდემიით გამოწვეული ორ წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ხვალ „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ გამოფენა გაიხსნება. 70-ი ადგილობრივი და უცხოური კომპანია მიიღებს მონაწილეობს და ვიზიტორებს მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას და ასევე ტურისტულ მომსახურებას შესთავაზებენ.
გარდა ამისა გამოფენა ორგანიზატორების შეფასებით, მონაწილეებისთვის ახალი პარტნიორების შესაძენისა და სამომავლო თანამშრომლობის საუკეთესო საშუალებაა.
„ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ გამოფენას ბათუმი მეცამეტედ მასპინძლობს.
„ექსპო ბათუმი თრეველ 2022“-ი სპორტის სასახლეში ოფიციალურად ხვალ გაიხსნება და სამი დღე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორი კომპანია „ჯეონეტ ექსპოა“