მიმდინარე კონფლიქტზე ევროპის რეაქცია განიხილეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ფინეთის პრეზიდენტმა, რომლებიც გმობენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.
,,თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული, - ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ჰელსინკში საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.