აქ გადარჩენა შეუძლებელია, დაგვეხმარე დავტოვოთ „აზოვსტალი“ - სერგეი ვოლინა ილონ მასკს

12 მაისი 2022, 10:16 1085 ნახვა

უკიდურესად მძიმეა ვითარება მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, კომბინატ "აზოვსტალის" ტერიტორიაზე. უკრაინამ რუსეთს შესთავაზა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაცვლა რუს სამხედრო ტყვეებში. 

Sky News-მა კი გვიან ღამით გაავრცელა   ინფორმაცია, რომ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში აფეთქებების ხმა გაისმა.  სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. 

მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე რჩება ასეულობით დაჭრილი სამხედრო და დაღუპულთა გვამები. რუსეთი "აზოვსტალის" დამცველებისგან მოითხოვს იარაღის დაყრას და დანებებას, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელი სერგეი ვოლინა, რომელიც „აზოვსტალის“ ქარხანაში სხვა მებრძოლებთან ერთად იმყოფება, სოციალური ქსელის საშუალებით ილონ მასკს მიმართავს და ევაკუაციაში დახმარებას სთხოვს.

„ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან მოხვედი, რათა ასწავლო ხალხს ირწმუნონ შეუძლებელი. ჩვენი პლანეტები მეზობლადაა, რადგან ახლა ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა შეუძლებელია. დაგვეხმარე, დავტოვოთ „აზოვსტალი“ შუამავალ ქვეყანაში. თუ შენ არა, მაშინ ვინ? მომეცი მინიშნება“, - წერს ვოლინა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი