აზოვსტალში სიტუაცია ისევ დაძაბულია. აზოვის ბატალიონის სამხედროები უკვე 76-ე დღეა იბრძვიან და კაპიტულაციას მიუღებლად მიიჩნევენ. ოკუპანტები კი თავდასხმებს აგრძელებენ.
რუსულმა ძალებმა ლუგანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს. რუსული ძალების მიერ ზმეინის კუნძულზეც გრძელდება თავდასხმები, სადაც უკრაინამ რუსეთის საჰაერო თავდაცვას წარმატებული დარტყმა მიაყენა.
უკრაინელი სამხედროების კიდევ ერთი წარმატებაა - ხარკოვის ჩრდილოეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება.