შეერთებული შტატების სენატმა დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
დოკუმენტის თანაავტორები დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები არიან. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სენატი რუსეთის მთავრობის ქმედებებს ვლადიმერ პუტინის მეთაურობით ტერორისტულ აქტებად მიიჩნევს და მოუწოდებს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აღიაროს რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ.
ასეთი აღიარებით მხოლოდ ოთხი ქვეყანაა: კუბა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.