ომის 76-ე დღე უკრაინაში

10 მაისი 2022, 18:34 1032 ნახვა

უკრაინაში რუსეთის აგრესია უკვე  76-ე დღეს ითვლის. აგრესორები, ქვეყნის  მთელ ტერიტორიაზე  საომარ მოქმედებებს არ ანელებენ.  რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც იყენებს . გასული დღე-ღამის განმავლობაში ოდესა რუსული ძალების მიერ სამჯერ დაიბომბა.სარაკეტო თავდასხმის ობიექტი სავაჭრო მოლი  და ორი სასტუმრო იყო. იერიშებს  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაშავდა. დაბომბვები იყო სუმის რეგიონშიც. იზიუმში  კი ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ 40-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იპოვეს. ხარკოვის ოლქში 3 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 2 ქალი.  გაეროს ბოლო მონაცემებით, უკრაინაში  3381 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 235 ბავშვი. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების  განმარტებით,   რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ და მისმა „საუკეთესო სცენარის“ დაგეგმარებამ საჩვენებელი საოპერაციო წარუმატებლობა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, ხელი შეუშალა პრეზიდენტ პუტინს 9 მაისის აღლუმზე , მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების შესახებ გამოეცხადებინა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში