უკრაინაში ომის 75-ე დღეს, მარიუპოლში მოსახლეობას აფრთხილებენ თავშესაფრებში დარჩნენ. ელოდებიან, რომ ოკუპანტები "აზოვსტალის" წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ეს კი ერთადერთი გზაა ქარხნის გვირაბებიდან ქალაქის მცველები გამოიყვანონ. რუსეთის სამხედრო ძალების ყველაზე დიდი აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკის და დონეცკის მიმართულებით. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და ასევე, საჭიროა დამატებითი სანქციებიც.