ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით ევროპის დღე აღინიშნა.
ღონისძიებაში ამავე ფაკულტეტის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები მონაწილეობდა. მათ ევროპული ღირებულებებისა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ინფორმაცია ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ გააცნო.
ევროპის დღის აღსანიშნავად ევროკავშირის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა. ევროპის დღეს ყოველწლიურად აღინიშნება ევროკავშირში და 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის პარიზში გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც მან ევროპული ინტეგრაციის იდეა წამოაყენა.
სწორედ შუმანის ინიციატივის საფუძველზე 1951 წელს შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის მონაწილეობით.
პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.