''ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნოს.
როგორც კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის ყალბ ინტერპრეტაციას და საქართველო ამ ინტერპრეტაციასთან თავს არ უნდა აიგივებდეს, რადგან ეს „საფუძვლად უდევს რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“.