"ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი არის ის, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თქვენ გვერდითაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მთავრობას დაშავებულების მკურნალობაში - აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა პუტინს ომი შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
დასძინა რომ სამედიცინო დაწესებულებების გამიზნულად თავდასხმა განსაკუთრებული დანაშაულია. ჯანმოს გენერალური დირექტორი კიევში ვიზიტისას უკრაინის პრემიერ მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა.