გაერთიანებული სამეფო უკრაინას მილიარდ 600 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება, რომელიც სამხედრო და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით როიტერსი ავრცელებს.
ბორის ჯონსონის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინის სასტიკი თავდასხმა აუღწერელ განადგურებას იწვევს უკრაინაში, ამასთანავე საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.