ეკონომიკური საბჭოს სხდომა

07 მაისი 2022, 14:53 1149 ნახვა

განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები იყო მთავარი თემები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა იმსჯელეს განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამაზე.

როგორც ცნობილია, მთავრობა სთავაზობს სამშენებლო სექტორს, მოიზიდონ გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ პროგრამაში, რაც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ, დაგეგმილი პროექტების ვადაზე ადრე განხორციელებას და მეორეს მხრივ, ეკონომიკურ ზრდას.

აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სხვადასხვა უწყების მიერ ორი მლრდ ლარის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის, ევროპული სტანდარტების სკოლების მშენებლობა, პოლიციისა და ჯარისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წყალმომარაგების პროექტები და ა.შ. აღინიშნა, რომ პროგრამით დაინტერესება დღეის მდგომარეობით, 20 000-ზე მეტმა მსურველმა გამოხატა, მათ შესაბამისი ხელშეკრულებები უფორმდებათ და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის, საუბარი შეეხო დიდი და მცირე ჰესების მშენებლობას.

პრემიერმა მიიღო ინფორმაცია ენერგეტიკის განვითარების გეგმის შემუშავების პროცესზე, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი