ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის შენობაში, პროექტი "ბიოსწავლება ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისათვის" ღონისძიების დასკვნითი ეტაპი გაიმართა. 6-დღიანი პროექტი, თეორიულ და პრაქტიკულ საველე სწავლებას მოიცავდა, რომელიც ეკო ცნობიერებას, შავი ზღვის აუზის ღირსშესანიშნავი ჭარბტენიანი გარემოს გადარჩენას შეეხებოდა.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.