“ევროპის სახალხო პარტიის” განცხადება მიხეილ სააკაშვილზე

06 მაისი 2022, 10:53 754 ნახვა

„ევროპის სახალხო პარტია" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით შეშფოთებულია. 

"ევროპის სახალხო პარტია" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. ,,ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, არამედ ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას მმართველი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ოპოზიციის, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი ექიმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.  "ევროპის სახალხო პარტია" მმართველ პარტიას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ან საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა მოხდეს.  

ამ განცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა შეფასებები გააკეთეს.

პარალელურად სააკაშილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დღეს ნაციონალური მოძრობა რუსთავის ციხესთან და ბათუმში აქციებს გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი