უკრაინაში ომის 71-ე დღეს, ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია მარიუპოლში. რუსი ოკუპანტები კვლავ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე არიან და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ აზოვის მებრძოლებმა რუს ოკუპანტებს "აზოვსტალიდან" უკან დაახევინეს, თუმცა თავად პოლკის მეთაურის მოადგილის განმარტებით, ეს სიმართლე არ არის.