„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს, - ამის შესახებ CNN უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე დაყრდნობით წერს.
„გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენმა დამცველებმა განდევნეს. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა გრძელდება. დანარჩენი ინფორმაცია მოწმდება", - თქვა არსეტოვიჩმა.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები არიან გამაგრებულნი, შტურმი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.