ვითარება უკრაინაში

04 მაისი 2022, 17:54 1188 ნახვა

„აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ. ქარხანაში ამ დრომდე იმყოფებიან უკრაინელი მებრძოლები და მოქალაქეები, რომელთა ევაკუაციაც არ მომხდარა. აზოვსტალის ტერიტორიაზე მძიმე ბრძოლების მიმდინარეობას მარიუპოლის მერი ადასტურებს. მისი თქმით, რუსული ჯარები ქარხანას ტანკებით, არტილერიით, სამხედრო გემებითა და ავიაციით უტევენ. ასევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ მარიუპოლი რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა და "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია ბლოკადაშია მოქცეული. მარიუპოლის აღების შესახებ რუსული მხარის მიერ გავრცელებული მსგავსი ტიპის ინფორმაცია უკრაინამ მანამდე არაერთხელ უარყო და განმარტა, რომ უკრაინელი სამხედროები იმავე პოზიციებზე რჩებიან "აზოვსტალში", სადაც აქამდე იყვნენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი