ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს.
ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ დაიცვან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება.
ნაციონალური მოძრაობის წევრები 6 მაისისთვის სწორედ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მასშტაბურ აქციას, რომელიც ოპოზიციური პარტიის ლიდერების განმარტებით, სხვა ქალაქებში გაგრძელდება.