საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ახალი წელი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ეგაძეების ოჯახს მიულოცეს. ახალ წელს ეგაძეების ოჯახში სტუმრობა საქართველოს პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი გამოაგზავნეს და დახმარება სთხოვეს.