პუტინი შეცდა, თუკი ფიქრობდა, რომ უკრაინას დაიპყრობდა - შოლცი

03 მაისი 2022, 10:34 537 ნახვა

რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე მოსკოვი კიევთან მშვიდობიან შეთანხმებას არ მიაღწევს - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

კანცლერმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობების განსაზღვრა უკრაინის გადასაწყვეტია.  შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინი შეცდა, თუკი ფიქრობდა, შეეძლო უკრაინისგან ტერიტორიის ხელში ჩაგდება, საბრძოლო მოქმედებების დასრულება გამოეცხადებინა და ამის შემდეგ დასავლური ქვეყნები სანქციებს მოხსნიდნენ.

შოლცი ამბობს, რომ ყირიმის ანექსიას გერმანია ვერ მიიღებს, რადგან  ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი