რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცალ-ცალკე სატელეფონო ზარების დროს მხარეებმა გამოხატეს მშვიდობის სურვილი - აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელმაც აშშ-ს მაღალჩინოსნებს უბრძანა დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულებაზე.
„რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში და გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო რუსეთში ამერიკელი ოფიციალური პირები ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თემაზე“, - ასე გამოეხმაურა კრემლი ტრამპი-პუტინის საუბარს.
ზელენსკიმ ტრადიციული საღამოს მიმართვის დროს განაცხადა, რომ მას ჰქონდა კარგი, სიღრმისეული საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან.