ვითარება უკრაინაში

03 მაისი 2022, 10:05 996 ნახვა

უკრაინის პოზიცია გამჭვირვალე და მკაფიოა,  უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას,  რუსეთი არ ერიდება მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას. კიდევ ორი ბავშვი მოკლეს რუსებმა , სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა ოდესაზე მიიტანეს. 

ზუსტი მონაცემები კი რამდენი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა  ოკუპანტების იერიშს ამჯერად ჯერ დაზუსტებული არ არის.  არიან  დაშავებულებიც.  დაზიანდა რელიგიური ნაგებობაც. თუმცა მხოლოდ ოდესა არ არის გამონაკლისი, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა მიკოლაევზე, ხერსონსა და ლისიჩანსკზეც.  აქაც არიან დაშავებულები. 

რუსულმა არმიამ  საჰაერო დარტყმები  ისევ განაახლა მარიუპოლში, ომის 69-ე დღეს  ცეცხლი არ წყდება  რუსეთის სამიზნე ,, აზოვსტალის ‘’ ქარხნის ტერიტორიაზეც.  აზოვის პოლკის ინფორმაციით, აზოვსტალის ქარხნის დაბომბვისას 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.   აზოვის პოლკში აცხადებენ, რომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაციის შემდეგ, მტერი ქარხნის ტერიტორიაზე, მათ შორის შენობებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმალება, საჰაერო დარტყმებს აგრძელებს.  ქარხნის დაბომბვების გაგრძელებას პენტაგონშიც ადასტურებენ.

უკრაინული მედიის ცნობით,  საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან შეჩერდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი.  გუშინ  კი „აზოვსტალი“  მოქალაქემ დატოვა,  ისინი უკვე ზაპოროჟიეში არიან . ,, აზოვსტალის’’ ქარხანას  კიდევ ასობით ადამიანი აფარებს თავს, მათ შორის არიან ბავშვები და მოხუცები. მარიუპოლის საბჭოს ინფორმაციით, ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს, დილიდან უნდა გაგრძელდეს. უკრაინული მხარის განმარტებით,  რუსეთი არტილერიასა და საჰაერო ძალებს აძლიერებს ზაპოროჟიეში, კრივოი როგსა და მიკოლაევის ტერიტორიებზე. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში   აგრესორებმა 25-ჯერ გაისროლეს ლუგანსკის რაიონში. სევეროდონეცკში ხუთი სახლი და საწყობი დაზიანდა.

ერთ-ერთ ბინაში ჭურვი არ აფეთქდა და ის პიროტექნიკოსებმა გაანეიტრალეს. ათი სახლი დაინგრა ორეხოვომში და კიდევ ორი ზოლოტომში

უკრაინაში ომის დაწყებიდან ოკუპანტებმა 220 ბავშვი მოკლეს 406 კი დაშავდა.  მონაცემებს უკრაინული მედია ავრცელებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი