უკრაინის აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის მოგვარების ადგილად რეჯეპ თაიპ ერდოღანი თურქეთს მიიჩნევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების ბედი შესაძლოა ანკარაში ან სტამბოლში გადაწყდეს.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გასულ კვირას კიევში უკრაინის პრეზიდენტთან და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს - ამბობს ერდოღანი და ამ კვირაში რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების გამართვას ვარაუდობს.
თურქეთი ყველა ღონეს მიმართავს რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის - აცხადებს ერდოღანი.