ზელენსკი თურქეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

02 მაისი 2022, 14:55 1566 ნახვა

კიევი ანკარას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. უკრაინის პრეზიდენტმა რუსი ტურისტებისთვის ახალი მარშრუტების შექმნის გამო თურქეთი გააკრიტიკა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები სისხლს ღვრიან რუსეთთან მიმდინარე ომში. მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა, მაშინ ანკარამ არჩევანი უნდა გააკეთოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში