საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.
პროექტის მიხედვით, ამკრძალავი ნიშნის – „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 50 ლარის ოდენობით.