ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდითაა და არამარტო ეკონომიკურად და იარაღით ეხმარება უკრაინას, არამედ ფიზიკურადაც ჩადიან უკრაინაში.
დღეს იქ იმყოფებოდა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეც, რომელმაც უკრაინას ყოველგვარი მხარდაჭერა აღუთქვა.
უკრაინაში იმყოფებოდა გაეროს მშვიდობის ელჩი და ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი.