ინტენსიური დაბომბვის გამო, ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინიეგუბოვმა მოსახლეობას მოუწოდა დღეს, თავშესაფრები არ დატოვონ. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტები ოკუპირებული ტერიტორიიდან სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას იპარავენ, ფაქტის ამსახველი ვიდეო ტელეგრამ არხებზე ვრცელდება. შეტაკებები გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დონეცკსა და ლუჰანსკში, ბოლო 24 საათში 9 რუსული თავდასხმა მოიგერიეს. გენშატბის ინფორმაციით, არსებობს საშიშროება რომ მტერმა ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან განახორციელოს თავდასხმები სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ იზიუმთან რუსეთის ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს - ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ავრცელებს.
ალექსი არესტოვიჩის განცხადებით, განადგურებულია ასობით ჯარისკაცი, რომელთა შორის შესაძლოა, რუსი გენერალიც იყოს.