უკრაინაში მიმდინარე ომის 66-ე დღე და აღმოჩენილი ახალი სამარხები. ბუჩის რაიონში 3 ადამიანის საფლავი იპოვეს. გარდაცვლილებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ, მსხვერპლებს ხელები ჰქონდათ შეკრული, სახეზე კი ქსოვილი შემოხვეული. უკიდურესად მძიმე ვითარება მარიუპოლში სადაც ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა ვერ ხერხდება, მშვიდობიანი მოსახლეობა დახმარებას რომის პაპსა და სხვა ქვეყნის ლიდერებს სთხოვს.ოკუპანტები ბომბავენ ხარკოვსაც, მძიმეა ვითარება იზიუმშიც. დასავლელი პარტნიორები უკრაინას სხვადასხვა სახით მათ შორის იარაღით ეხმარებიან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მათ ეუბნება რომ შეწყვიტონ იარაღით მათი მომარაგება.