ჯანსაღი ცხოვრების წესის და ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში ველომარათონი მიმდინარეობს. მსვლელობაში 20-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ველოსიპედისტი მონაწილეობს. მსვლელობა ყოველ შაბათ- კვირას ამინდის შესაბამისად გაიმართება. ჯგუფის წევრებმა ბათუმი- მირვეთის და მახუნცეთის ჩანჩქერი ველოსიპედებით უკვე დალაშქრეს.