ბათუმის ცენტრალურ პარკში პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხელმოწერების შეგროვების მიზანია ქვეყანაში აიკრძალოს პრორუსული ორგანიზაციები და შეწყდეს რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა, ასევე დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
ხელმოწერები გროვდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.