გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში კიევის რაიონის რუსული ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ დასახლებებში ჩავიდა. პირველი გაჩერება ქალაქი ბოროდიანკა იყო, რომელიც დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. იმყოფებოდა ბუჩაშიც.
ბოროდიანკაში ანტონიო გუტერეში გაძლიერებული დაცვის თანხლებით ჩავიდა, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებული შენობები დაათვალიერა.
ანტონიო გუტიერეში იმედოვნებს, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნიდან მოქალაქეების ევაკუაციაზე შეთანხმებას მალე მიაღწევენ.