საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ყოფილი სახელმწიფო მდივნის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.
სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა. მას სიტყვით გამოსვლისას მიმართა და გაიხსენა, რომ მადლენ ოლბრაიტს სჯეროდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის მაღალი მორალური პრინციპების.
ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის დაკრძალვის ცერემონია გუშინ გაიმართა.
ამერიკის ისტორიაში ოლბრაიტი იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. ის 23 მარტს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.