„შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მახლობლად რუსმა სამხედროებმა სიკვდილით დასაჯეს უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ“, - ამის შესახებ გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბეთ ვან შააკის თქმით, ასეთი საქციელი ომის კანონების ძირითადი პრინციპის დარღვევაა.
ელჩმა რუსული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სხვა დანაშაულებების შესახებაც ისაუბრა. ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაულებების ჩამდენმა და დამკვეთმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.