მოლდოვა აცხადებს რომ სათანადო ჯარი არ ჰყავს

27 აპრილი 2022, 18:28 1113 ნახვა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აღიარებს, რომ ახლა მის ქვეყანას ფაქტობრივად  არ ჰყავს ბრძოლისუნარიანი არმია და ამ კუთხით ცვლილებებია საჭირო. ამის შესახებ მან  ეროვნული არმიის გენშტაბის შექმნის 30 წლის იუბილისა და სახელმწიფო დროშის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  30 წლის განმავლობაში მოლდოვის არმია  აღჭურვილობის, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საშუალებების გარეშე დარჩა. მოლდოვას არ  აქვს ეფექტური ფარი საფრთხისგან დასაცავად, რადგან არ განავითარა საჭირო სამხედრო პოტენციალი, არ შექმნა  კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურის ელემენტები. სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოველი სამხედროები, რომლებიც გაეროსა და ეუთოს ეგიდით სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ, პროფესიონალების რეპუტაციით სარგებლობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი