სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს რუსულ ენაზე მიმართა და გათავისუფლების ლოზუნგით მათ მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, ხოცვა-ჟლეტა და ძალადობა დაგმო.
სლოვაკეთის ლიდერი ამბობს, რომ რუს სამხედროებს როგორც ქალი, და, დედა მიმართავს.
ჩაპუტოვა მათ ახსენებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობით ისინი ოფიცრის ღირსებას, სამხედრო დისციპლინასა და ომის წარმართვის საერთაშორისო წესებს ღალატობენ.
სლოვაკეთის პრეზიდენტი მათ ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.